ფოტოგალერეა


აშოტ I დიდი კურაპალატი (გ. 29 იანვარი, 826, დოლისყანა) — ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის მამამთავარი და მეფე 809-826 წლებში. მანამდე, დაახლოებით 786-809 წლებში იგი იყო ქართლის ერისმთავარი.

(დ. დაახლ. 961[კ 1] — გ. 7 მაისი, 1014) — გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს პირველი მეფე 975-1014, ბაგრატიონი, გურგენ მეფეთა მეფისა და გურანდუხტ დედოფლის შვილი, ტაოს მეფეთა მეფის დავით III კურაპალატის შვილობილი და აღზრდილი. ბაგრატის პოლიტიკურ ასპარეზზე გამოსვლა დაემთხვა ქართული სამეფო-სამთავროების გაერთიანებისათვის ბრძოლის გადამწყვეტ ეტაპს.

ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინესა (306-337) და სომეხთა მეფის თრდატის (287-330) თანამედროვე. მეფობის დასაწყისში ირანელებთან ერთად იბრძოდა რომაელების წინააღმდეგ. აგრეთვე ებრძოდა თრდატს სომხეთის მოსაზღვრე ქართლის სამხრეთი რაიონების შემოსაერთებლად. მირიან III-ის დროს საქართველოში ქრისტიანობის საქადაგებლად შემოვიდა წმინდა ნინო. 337 წ. ქართლში ქრისტიანობა სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადდა. მირიან III უნდა იყოს IV საუკუნის რომაელი ისტორიკო სის ამიანე მარცელინუსის თხზულებებში მოხსენიებული