
პირველად სატელევიზიო სივრცეში,ტელეკომპანია ,,დრო“-ს ეთერში გადაცემა
,,ბაგრატოვანთა დრო“
გადაცემის მიზანი:
გადაცემის მიზანია სრულყოფილი ისტორიული მასალის მიწოდება ბაგრატიონებზე. ისტორიულ დოკუმენტურ მასალაზე აგებული სრული ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის. საქართველოს ისტორია მეცნიერულ ისტორიულ მასალებზე დაყრდნობით. ბაგრატიონების ისტორია მართლმადიდებლურ ქრისტიანული გადმოსახედიდან. ბაგრატიონები დღეს და მათი წარმომადგენლების გაცნობა საზოგადოებას. დინასტიური კანონები და ლეგიტიმაციის განსაზღვის პრინციპები. ბაგრატოვანთა ისტორია საქართველოს ისტორიის ჭრილში. საერთაშორისო სამართლი დინასტიებზე და კონკრეტულად ბაგრატოვანთა დინასტიაზე. მონარქია დღეს და მონარქიული ქვეყნების მიმოხილვა. კონსტიტუციური მონარქიისა და აბსოლიტური მონარქიის განსაზღვრებები და მათი მთავარი არსი თანამედროვე მსოფლიოში. ლეგენდები და თქმულებები საქართველოს მეფეებზე.
გადაცემის ამოცანები:
გადაცემის მთავარ ამოცანას წარმოადგენს სრულყოფილი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას ბაგრატიონების დინასტიაზე. დაამსხვრიოს 100 წლის მანძილზე ხელოვნურად შექმნილი ცრუ სტერეოტიპები. გააცნოს ისტორიული სიმართლე და მეცნიერულ ჭრილში დაანახოს მაყურებელს მსოფლიოში ყველაზე ძველი დინასტიის ცხოვრება და მოღვაწეობა. გააცნოს დღეს მცხოვრები ბაგრატიონების წარმომადგენლები ხალხს. მიაწოდოს საქართველოს ისტორიის ჭეშმარიტი მეცნიერული მასალები. გააცნოს წმ. მეფეთა ცხოვრება და მოღვაწეობა. მოიწვიოს უმაღლესი ხარისხის მეცნიერები და სასულიერო პირები გადაცემაში.
გადაცემის მთავარი პრინციპი:
ყოველი ინფორმაცია უნდა ეყრდნობოდეს ისტორიულ დოკუმენტურ მასალას. მკაცრად უნდა იყოს ლეგენდა და თქმულება გამიჯნული ისტორიულ მეცნიერულ წყაროებით დაზუსტებული ინფორმაციისაგან. ყოველთვის უნდა იყოს მითითებული ისტორიული წყარო ისტორიულ თემებზე საუბრისას. ისტორიული მოვლენა, რომელიც არ არის დაზუსტებული, უნდა გამოიხატოს ზუსტად განსაზღვრულ ჩარჩოში.